მთავარისიახლეებისაზოგადოებადამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლა მურუსიძისთვის მოსამართლეთა ბულინგია

დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლა მურუსიძისთვის მოსამართლეთა ბულინგია

Published on

დღეს მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.

ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მოძრაობა სირცხვილია მართავს აქციას “კლანი უნდა დასრულდეს” . 

აქტივისტები მოითხოვენ, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი შეჩერდეს.

მოძრაობა სირცხვილიას პროტესტს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების შესრულებას თავს აარიდებს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის დღევანდელი აქციის ორგანუზატრები დონორებისგან მიღებულ ფინანსებს “მოსამართლეების ბულინგისთვის” იყენებენ. მურუსიძე ფიქრობს, რომ ასე დამოკიდებელი სასამართლო სისტემა ვერ გაკეთდება. 

“როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ დონორების ფულს და ამ ფულს იყენებენ იმაში, რომ დააბულინგონ მოსამართლეები, მათ მიმართ განახორციელონ მორალური ზეწოლა, როდესაც ტელევიზიებშიც 27/7-ზე მიმდინარეობს მოსამართლეების ლანძღვა გინება, ამით ვერ გაკეთდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და არა ბულინგი”, – თქვა ლევან მურუსიძემ. 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...