მთავარისიახლეებისაზოგადოებასაიდან მოდის "სიმონ..." და რატომ იქცა ფრთიან სიტყვად - ეს უნდა იცოდეთ

საიდან მოდის “სიმონ…” და რატომ იქცა ფრთიან სიტყვად – ეს უნდა იცოდეთ

Published on

ცნობილია, რომ ქუთაისში (და არამარტო) საუბრისას, ხშირად იყენებენ სიტყვას “სიმონ”, თუმცა, ცოტამ თუ იცის, საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია. უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა “სიმონ” არის ქუჩური და არანაირი განმარტება არ აქვს. სინამდვილეში სიტყვა “სიმონ” მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე,რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს სიყვარულს, და წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის. ის ასევე იყო გაზეთ “შინაური საქმეები” – ს რედკოლეგიის წევრი, სადაც დაუფარავად ამხელდა საბჭოურ რეჟიმს.

ამის გამო ის ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა. სიმონი თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და იქ სკოლა გახსნა. ამ დროისთვის, უკვე იმერეთში დანგრეულია ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც. 1924 წელს სოფელ როდინაულში რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და მის ადგილას დადგეს თეატრი. მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია აღსდგა.

მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავისი მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა. იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია.

დაღლილმა ბერებმა ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს. და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც “ჩეკისტები” ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ. წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები:

“გტკივა, სიმონ?” “არა, სიმონ?” “აბა, ახლა რას იტყვი, სიმონ?”…თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა “სიმონ”-ზე და ეს სიტყვა იქცა გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლოდ.

საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც. ის ერთერთი იყო იმ ხუთთაგან, ვინც სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები, 1924 წლის მარიამობის ღამეს დახვრიტეს, ხოლო შემდეგ, დაცხრილულებს, მაგრამ ჯერაც ცოცხლებს მიწა მიაყარეს.

სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

სიტყვას “სიმონ” დღესდღეობით დაკარგული აქვს ის მნიშვნელობა, რაც მის გავრცელებას დაედო საფუძვლად და ცოტამ თუ იცის ისტორია, რომელიც ახლა ქვეყნდება.

აქვე გეტყვით, რომ ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე ახალმოწამე წმინდანად შერაცხა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...