მთავარისიახლეებისაზოგადოებარიონის ხეობის მცველები ორმხრივ ცეცხლში

რიონის ხეობის მცველები ორმხრივ ცეცხლში

Published on

მესამე დღეა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს – გაშლილია კარვები, მიმდინარეობს საპროტესტო მსვლელობები , მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოძრაობის ლიდერები დედაქალაქის პარალიზებას აანონსებენ.

რეაქცია ამ აქციაზე არაერთგვაროვანია, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, აზრთა სხვადასხვაობაა საზოგადოებაშიც, ნაწილი ამ მოძრაობაში რუსულ ნარატივს ხედავს, ნაწილი – გულწრფელ სახალხო პროტესტს , შესაბამისად რიონის ხეობის მცველები ორმხრივ ცეცხლში არიან მოქცეული.

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება, თუ რა არის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციების რეალური მიზანი.

“როცა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე თვეებია გამოცხადდა მორატორიუმი და გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და დადებული ხელშეკრულების შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, ჩნდება კითხვა რას ემსახურება ეს პროტესტი და ხომ არ არის მიმართული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ?

“საქართველოს სტრატეგიული ინტერესია გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი, ჩვენმა ენერგოსისტემამ გამოიმუშავოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. ყველა კითხვაზე იყო შემხვედრი პოზიციები, იყო მოწოდება დიალოგისკენ, მზადყოფნაა დღესაც საგნობრივი საუბრის ქუჩის აქციები კი გრძელდება, იბადება კითხვა მთავარი კითხვები, რაზე პასუხები უნდა მოვისმინოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი შეფასებები, ამაზე პასუხები სჭირდება საზოგადოებას”, — ამბობს დეპუტატი.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ხალხს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ პროტესტს.

“ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი, ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს, მაგრამ ინიციატივა აქვთ სწორედ ამ განწყობილებებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, რომ ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს”, — განაცხადა ბოკერიამ

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...