მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნებიდან- გახარიას გუნდში

ქართული ოცნებიდან- გახარიას გუნდში

Published on

ბათუმის საკრებულოს წევრმა, დიმიტრი ჭეიშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ მან განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, არ ივიწყებს ბიძინა ივანიშვილის და პარტიის როლს, რომლისთვისაც მადლიერია.”2012 წლის 1 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანი იყო ერთგვარი საშუალება თავისუფლების მოპოვების და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის. რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაეთხელ აღმინიშნავს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის დაუსრულებელი კოჰაბიტაცია და მეტიც, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევანის გაკეთება “ქართული ოცნების” აქტივსა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არის მიუღებელი. […]

რასაკვირველია, მიზეზი ბევრია, კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია… ამიტომ, მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას. ვტოვებ “ქართულ ოცნებას”და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად”, – წერს დიმიტრი ჭეიშვილი. 

ჭიშვილი ბათუმის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...