მთავარიUncategorizedმილიციელებმა რუსი ტურისტი აწამეს - შემთხვევა ოკუპირებულ გაგრაში

მილიციელებმა რუსი ტურისტი აწამეს – შემთხვევა ოკუპირებულ გაგრაში

Published on

რუსი ტურისტი, რომელიც ღირშესანიშნაობათა გადაღებას ცდილობდა, შემდეგ კი მეგობრების ჯგუფს მოწყდა და მარტო ეშვებოდა ბილიკით, გაგრის მაღალმთიანეთში მილიციამ დააკავა, განყოფილებაში გადაიყვანა და აწამა, – ინფორმაცია რუსულმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, თუმცა, 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ე.წ.-მა შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო.

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა აპრილში მოხდა, ხოლო შემდეგ, უკვე მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს შიდა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

არტემ რუსკიხი, რომელიც მეგობრებთან ერთად ისვენებდა საქართველოში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მილიციუელთა დაინტერესების ობიექტი იმის გამო გახდა, რომ მამზიშხის მთაზე, ბილიკით, მარტო გადაადგილდებოდა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ეს ბილიკები მკაცრად კონტროლდება აფხაზური ე.წ. მილიციის მიერ, რათა მოხდეს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის, რეალიზაციისა და გამოყენების პრევენცია.

რუსკიხის განცხადებით, მილიციელებმა ის აიძულეს, ჩამჯდარიყო მათ მანქანაში, შემდეგ კი ცდილობდნენ, აღიარება მოეპოვებინათ ძალადობრივი ზემოქმედების გზით, აიძულებდნენ რა, ეღიარებინა, რომ თითქოსდა, მისი ინტერესის საგანი ნარკოტიკი იყო.

ე.წ. შსს აცხადებს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქესთან შეკითხვები არ ჰქონიათ და რომ ის უბრალოდ, გაგრის პოლიციის განყოფილებაში ვინაობის გარკვევის მიზნით გადაიყვანეს.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...