მიხეილ სააკაშვილის ბანერი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მდგარი კარვების წინ იყო გაშლილი, აქციაზე მოულოდნელად გამოჩენილმა პირმა დააზიანა.
პირი, რომელიც იქ მყოფებს გაეცნო, როგორც ნიკა არაბული, აგრესიით გამოირჩეოდა და დანით იყო შეიარაღებული.
როგორც აქტივისტები ამბობენ, ნიკა არაბული ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზეც იმყოფებოდა – ის კადრებიდან ამოიცნეს.
“მე ნიკა ვარ არაბული, ბიჭო, ხელი გამიშვით!” – ყვიროდა ის, როცა შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის სხვა მონაწილეები მის დაწყნარებას ცდილობდნენ.
პირი, რომელმაც ბანერი დააზიანა, დაკავებულია და გამოკითხვაზეა გადაყვანილი.