მთავარისიახლეებითვალსაზრისი26 მაისს იქ ჩინოვნიკები გამოდიან - ვარლამ გოლეთიანი აღლუმზე

26 მაისს იქ ჩინოვნიკები გამოდიან – ვარლამ გოლეთიანი აღლუმზე

Published on

რიონის ხეობის მცველთა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, რომ თავისი გახმაურებული მოწოდებით 26 მაისის დღის მნიშვნელობა არ დაუკნინებია და მისი პროტესტი მხოლოდ ჩინოვნიკებს მიემართებოდა, თუმცა, ვერ განმარტა, რატომ ახსენა ფრაზა “იმ აღლუმზე”.

“26 მაისს ის ჩინოვნიკები გამოდიან, ვისაც ჩვენი პროტესტი მიემართება. ამიტომ, თუ ჩვენ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ჩვენი პროტესტი მიემართება იმ ჩინოვნიკებს, ვისი ნაწილის გადადგომასაც ვითხოვთ, სად უნდა იდგნენ ისინი, ვისი სიტყვა უნდა მოისმინონ, მათი თუ იმ ხალხისა, ვის ნაბიჯებსაც აპროტესტებს? აქ 26 მაისის დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმ ჩინოვნიკების მოსმენაზე, ვინც იქ გამოდის და ვინც, ჩვენი აზრით, დამნაშავეა”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა დღეს, 25 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასე განმარტა რიონის ხეობის მცველების ლიდერმა თავისი მოწოდება, რომელშიც მან თქვა: “მოვუწოდებ მოქალაქეებს, 26 მაისს მოვიდნენ ჩვენთან და არა იმ აღლუმზე”.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...