მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია, — ამ განცხადებით შემოიფარგლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბელარუსი აქტივისტის მხოლოდ დაკავებაზე.
უწყების განცხადებაში არ არის ნახსენები აქტივისტი, ვის გამოც, ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის საერთაშორისო აეროპორტში იძულებით დასვეს.
“მივესალმებით Raynair-ის რეისის უსაფრთხო დაჯდომას მისი თავდაპირველ დანიშნულების ადგილას — ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით უნდა ისარგებლოს. მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია”, — წერს საგარეო უწყება ტვიტერზე.