მთავარისიახლეებისაზოგადოებარიონის ხეობის მცველები სახელმწიფო დაწესებულებათა პიკეტირებისთვის ემზადებიან

რიონის ხეობის მცველები სახელმწიფო დაწესებულებათა პიკეტირებისთვის ემზადებიან

Published on

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და რიონის ხეობის მცველებს შორის შეთანხმება უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდება, საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაწესებულებათა პიკეტირებას დაიწყებენ – ასეთია ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა გეგმა, რომლის შესრულება, შესაძლოა, 25 მაისიდან დაიწყოს.

მანამდე კი დედაქალაქში ახალი კარვების ქალაქი გაჩნდა – თბილისის ცენტრალური ნაწილი, უკვე მეორე დღეა პარალიზებულია.

“ქართულ ოცნებასა” და რიონის ხეობის მცველებს ძალიან ცოტა დრო დარჩათ შესათანხმებლად. დღეს დაანონსებული “თბილისის პარალიზება” არ შედგა, რადგან აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობით შემოიფარგლნენ და მხოლოდ მშრალი ხიდისკენ მსვლელობას და უკან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნებას დასჯერდნენ. სახალხო პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, კარვებში რჩებიან.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...