მთავარისიახლეებისაზოგადოებაფეხი დაუცდა, 30 მეტრზე ისრიალა და გადავარდა - რას ჰყვება გადაჩეხილი მწყემსის...

ფეხი დაუცდა, 30 მეტრზე ისრიალა და გადავარდა – რას ჰყვება გადაჩეხილი მწყემსის მეგობარი

Published on

ზემო ალვანელი მწყემსი, 49 წლის შოთა ლეკაიძე, რომელიც დღეს ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 47-ე კმ-ზე, სიმაღლიდან გადავარდა, კონტაქტურია და ტრავმატოლოგიური პროცედურები უტარდება – აცხადებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმი.

ხევში გადაჩეხილმა მწყემსმა თავის ქალის მოტეხილობა და გულმკერდის დაზიანება მოტეხილობით მაშინ მიიღო, როცა მთაში, ცხვრის ფარის ჩამოსარეკად იყო წასული. ის მარტო არ ყოფილა, თუმცა, მეგობარი მწყემსი ჰყვება, რომ როცა შოთა ლეკაიძე დაცურდა, მისი შველა კი ვერ მოასწრო:

“პატარა ზვავი ჩამოწვა და ზვავზე დაუცდა ფეხი, დაცურდა, წონასწორობას ინარჩუნებდა წაქცეულიც, ერთი 30 მეტრი იცურა თოვლში და მერე ვეღარ შეძლო თავის შემაგრება, სიმაღლიდან გადავარდა”, – ჰყვება ზაქრო რაიბული.

მას შემდეგ, რაც ლეკაიძე ხევში გადაიჩეხა, ზაქრო რაიბული სასწრაფოდ სოფელ ფშაველში ჩავიდა, მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და ადგილობრივებს შეატყობინა, ხოლო ცოტა ხანში ხევში გადაჩეხილი მწყემსი მაშველებმა ამოიყვანეს და თელავის კლინიკაში გადაიყვანეს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...