მთავარისიახლეებისაზოგადოებამწყემსი, რომელიც ომალოში სიმაღლიდან გადავარდა, მოტეხილობით გადარჩა

მწყემსი, რომელიც ომალოში სიმაღლიდან გადავარდა, მოტეხილობით გადარჩა

Published on

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: 47-ე კილომეტრზე მწყემსი სიმაღლიდან გადავარდა. მწყემსი ხევში მაშინ გადაიჩეხა, როცა ცხვარს მიერეკებოდა. მას სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, თუმცა, არის სხვა ვერსიაც: კაცი შეუძლოდ გახდა, წონასწორობა დაკარგა და ხევში გადაიჩეხა.

შემთხვევის ადგილას სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, რომელმაც დაშავებული ამოიყვანა. შუახნის კაცს სხეულის სხვადასხვა ადგილას მოტეხილობები და დაჟეჟილობა აღენიშნება.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით შეგატყობინებთ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...