მეტროსადგურები “ვაჟა-ფშაველა” და “სახელმწიფო უნივერსიტეტი” ამ წუთებში დროებით დაკეტილია და მგზავრებს არ იღებს
სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურების დაკერვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია,
“საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ “სადგურის მოედნიდან” “დელისამდე” და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება”, – წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.