მთავარიUncategorized,,ივანიშვილს სწორედ ეს დამშეული, გაუბედურებული, გამწარებული ხალხი მოუღებს ბოლოს''...

,,ივანიშვილს სწორედ ეს დამშეული, გაუბედურებული, გამწარებული ხალხი მოუღებს ბოლოს” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

“ხალხი ითხოვს 15, 20, 30 ლარს, მე ვერასდროს წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო საქართველოში.” – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი აქცენტები”.

პრაქტიკულად, წარმოუდგენლად ნელა ხდება ტურიზმის აღდგენა, იმიტომ, რომ ამათ აცრეს მოსახლეობის მინიმალური ნაწილი. ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტზეა საქართველო აცრების რაოდენობით მსოფლიოში…

საქართველოში ვერ ხდება ტურიზმის აღდგენა, ე.ი. შემოსავლის წყაროები ხალხს ვერ გაუხდება, ეს არის შეგნებულად გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც პურის ფულის პრობლემა აქვს და სახლიდან ვერ გამოდის, ვერ გამოვა ვერც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ვერც გასაპროტესტებლად.

ეს არის ივანიშვილის გათვლა, მაგრამ ჩემი აზრით, ამჯერად შეცდება, სწორედ ეს დამშეული, გაუბედურებული, გამწარებული ხალხი იქნება, რომელიც მოუღებს მათ ბოლოს. ეს არ არის შემთხვევითი პოლიტიკა, ეს არაა უბრალო შეცდომები, ეს არის შეგნებული პოლიტიკა ქართველი ხალხის გენოციდის, საქართველოს გადაშენების. ის რაც ვერ მოახერხა ჩვენმა ვერცერთმა დამპყრობელმა ამდენი წლის განმავლობაში, თითქმის გამოუვიდა ივანიშილს”.-

სიახლეები

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3...

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის...

სასახლის ღობის საქმე – დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს. დღეს...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში...