მთავარისიახლეებისაზოგადოება„ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა''

„ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა”

Published on

26 მაისს, 16:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ასოციაცია „ათინათი“ აწყობს „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველ დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენას“.

ფოტოებზე აღბეჭდილია ზუგდიდში, სოხუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ეროვნული მოძრაობის ლიდერების ორგანიზებით გამართული ღონისძიებები.


სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი იყო ჯერ დისიდენტური, შემდეგ კი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეპიცენტრი და მას ხშირად სტუმრობდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მამულიშვილები.
ფოტოები ზუგდიდელ ფოტოგრაფს შაქრო როგავას ეკუთვნის.


ღონისძიებაზე შესაძლებლობა გექნებათ:
დაათვალიეროთ დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები;
მოუსმინოთ ეროვნული მოძრაობის მონაწილეების მონათხრობ აუდიო ისტორიებს

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...