აჭარის შემდეგ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრები შეხვედრებს სამეგრელოში მართავენ. ამ წუთებში პარტიის აქტივთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა ზუგდიდში დახურულ კარს მიღმა იმართება. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ და მთავარი საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნები იქნება
“”დღეს ვხვდებით პარტიის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და ვსაუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო სამზადისზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი იყოს მობილიზებული, მათ შორის, სამეგრელოში რათა სათანადო შედეგი მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.