მთავარიUncategorized"შინდისი კი არა, სინდისი დაკარგეთ!" - ვინ იყო გენერალი კვინიტაძე

“შინდისი კი არა, სინდისი დაკარგეთ!” – ვინ იყო გენერალი კვინიტაძე

Published on

საფრანგეთში ემიგრაციიდან პირველი ოთხი თვე, საქართველოს ყოფილი მთავრობისგან სუბსიდიას ღებულობდა.

დახმარების შეწყვეტის შემდეგ, ერთხანს პატეს გრამფირფიტების ქარხნის მუშა იყო.

მისი მწირი ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნიდა.

1923 წლის ზაფხულში, ოჯახის შემოსავლის გაზრდის მიზნით, ძიძის დახმარებით, მაწვნის მომზადება და გაყიდვა დაიწყო.

ამის შემდეგ ოჯახმა სული მოითქვა.

დიახ, ვისაც გეცნობათ ან არ გეცნობათ, ეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიოგრაფიის ფრაგმენტია – გენერლისა, რომელიც მთავარსარდლობიდან 1920 წელს გადადგა, ხოლო 1921 წლის 16 თებერვალს – ისევ დანიშნეს.

დღეს ცოტამ თუ იცის, რომ გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაშინდელი მთავრობის ერთ–ერთ წარმომადგენელს, როცა მან, ფერდაკარგულმა მოახსენა, შინდისი დავკარგეთო, გამწარებულმა მიახალა: „შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ!..“

მისი ოცნება საქართველოში დაბრუნება იყო, რაც სიცოცხლეში ვერ მოახერხა.

გიორგი კვინიტაძე 1970 წელს გარდაიცვალა. დაკრძალული იყო საფრანგეთში, დღეს კი საქართველოში ჩამოსვენეს და მისი ცხედარი ქართულმა მიწამ მიიბარა.

დიდება გმირებს!

სიახლეები

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3...

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის...

სასახლის ღობის საქმე – დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს. დღეს...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში...