სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მამაკაცია და ორი ქალი.
68 წლის, აბაშის მუნიცალიტეტში მცხოვრები ქალი, რომელიც გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.
ასევე 68 წლის ქალი, მცხოვრები ქალაქი ფოთში, გარდაიცვალა რუხის კოვიდ კლინიკაში. გარდაცვლილია ასევე ფოთელი, 79 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისში მკურნალობდა.