მთავარისიახლეებიპოლიტიკაკლანი დემოკრატიულობას თამაშობს - ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მოსალოდნელი...

კლანი დემოკრატიულობას თამაშობს – ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მოსალოდნელი არჩევის საკითხზე

Published on

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლო კლანი დემონსტრაციული ნაბიჯებით გამოირჩევა და მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევაც ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მოსალოდნელი არჩევის საკითხზე საუბრისას

მისი აზრით სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო საჭიროა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკოსების გაერთიანება

.„ამ წლების განმავლობაში, იქით, კლანის სათავეში დგას 15-20 ადამიანი და ახერხებს გააერთიანოს დაახლოებით 250 -280 მოსამართლე, რომლებიც ძირითადად მხარს უჭერენ კონფერენციაზე. აქეთ მხარესაც უნდა მოხერხდეს ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. დამოუკიდებელი სასამართლოს იდეა არსებობს, მაგრამ საკითხავია როგორ უნდა გავერთიანდეთ – მნიშვნელოვანია რაღაც ისეთი რეცეპტები არ დავდოთ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტ ზიანს მოგვაყენებენ”,

„ სასამართლო კლანი თადარიგს იჭერს და საბჭოში 4 მოსამართლე წევრის უფლებამოსილების ამოწურვამდე 29 დღით ადრე აპირებს მათი ადგილმონაცვლეების არჩევას. ამით ამბობს – არ მაინტერესებს რაზე შეთანხმდით, ვინ რაზე მუშაობს, კანონში მიწერია, რომ მე შემიძლია 30 დღით ადრე კონფერენცია ჩავატარო და ატარებენ 29 დღით ადრე. ანუ კლანი დემოკრატიულობას თამაშობს. ვითომ დემოკრატიულია, რომ წინასწარ უნდა იყოს არჩეული კონფერენციის მიერ, თადარიგი დაიჭირონ რომ სასამართლო სისტემა არ შეფერხდეს და ასე შემდეგ და ამ არგუმენტებს იტყვიან“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა , რომელსაც უახლოეს პერიოდში ეწურება უფლებამოსილების ვადა

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...