მთავარისიახლეებისაზოგადოებაოთხივე დაშავებული რეანიმაციაში - "ბოლო ზარის" გასეირნების ბოლო დეტალები

ოთხივე დაშავებული რეანიმაციაში – “ბოლო ზარის” გასეირნების ბოლო დეტალები

Published on

ოთხივესთან გვაქვს მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები. ისინი იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ კვლევები და მკურნალობა, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,

– ასეთია ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის განმარტება მას შემდეგ, რაც ავარიის შედეგად წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები კლინიკაში მოათავსეს.

ამჟამად კლინიკაში ოთხი დაშავებული იმყოფება, ავარიის მიზეზი კი, სავარაუდოდ, საჭის ვერდამორჩილება გახდა. ექსპერტიზა არკვევს, იყვნენ თუ არა დაზარალებულები ალკოჰოლის გავლენის ქვეშ. ამ დრომდე არაა გარკვეული, ჰქონდა თუ არა მართვის მოწმობა პირს, რომელიც მანქანას მართავდა.

“ოდიშინიუსი” უკვე წერდა, რომ ავარიით დასრულდა “ბოლო ზარის” აღნიშვნა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში. მანქანა, სადაც მოსწავლეები ისხდნენ, ხევში გადაიჩეხა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჟეჟილობასთან ერთად, მათ საკმაოდ სერიოზული მოტეხილობებიც აქვთ.

სიახლეები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან...