მთავარისიახლეებიპოლიტიკამიშელის დოკუმენტის რეალიზებაში არ მჭირდება “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა - გიორგი...

მიშელის დოკუმენტის რეალიზებაში არ მჭირდება “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა – გიორგი ვაშაძე

Published on

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზებას არ სჭირდება, მათ შორის, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის, ისე ამნისტიის შესახებ კანონის მიღების ნაწილში.

„შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზებაში არ მჭირდება, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი კვოტა არის. გამოცდილება და ცოდნა მეტი გვაქვს ჩვენ. თუ საქმის კეთება უნდათ, ცუდია – თქო ხომ არ ვამბობ. საქართველოს გადარჩენა აღარ არის დამოკიდებული კიდევ 30 კაცი შევა პარლამენტში თუ არ შევა. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ არის დამოკიდებული საქართველოს გადარჩენა, ეს არის ჩვენზე, იმ პოლიტიკოსებზე, ვინც პასუხისმგებლობა ავიღეთ შეთანხმების რეალიზებაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები არის უპრეცედენტოა საქართველოსთვის, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ვაშაძის თქმით, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების მასშტაბურ რეალიზებას აქვს თავისი რისკები, თუმცა ოპოზიცია მზადაა ამ რისკების მისაღებად, რადგან ეს მათი ინიცირებულია ცვლილებებია და არა „ქართული ოცნების“.

„ასეთი ფუნდამენტური რეფორმა არ ყოფილა საარჩევნო სისტემაში. დღეს ჩვენთან არის საბჭოთა კავშირიდან წამოსული საარჩევნო სისტემა. პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ როგორც პროცედურულად, ასევე ტექნოლოგიურად იმდენად ვაახლებთ საარჩევნო პროცესს, რომ ნდობა ყოველ შემდგომ არჩევნებზე იქნება უფრო მაღალი მოქალაქეების მხრიდან შედეგებთან მიმართებით. მანიპულაციას ვეღარ შეძლებს ვერავინ, ოღონდ ოქტომბერი არის ამის პირველი ტესტი და საბოლოოდ, საპარლამენტო არჩევნებზე დაინერგება ყველაფერი.

ტექნოლოგიებზე რომ გვქონდა საუბარი, იყვნენ იქ უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ ყველა ტექნოლოგიის მასშტაბური რეალიზება არის რისკი, რომ რაღაცამ შეიძლება არ იმუშაოს, მაგრამ მე პირდაპირ ვუთხარი, რომ რადგან ჩვენი მოფიქრებულია ეს მოდელი და არა „ქართული ოცნების“, ჩვენ ამ რისკს ჩვენს თავზე ვიღებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ, ჩასაფრებულის პოზიციაში იქნებიან“, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...