მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში 21 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში 21 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა დაჭრეს

Published on

თბილისში, გლდანის დასახლებაში 21 წლის ზუგდიდელი გიგი თოლორაია შემთხვევით გამვლელმა პირმა დაჭრა.

“კამერებში ჩანს გვერდს უვლის და უკნიდან ურტყამს სამჯერ და გარბის მერე”,-ამბობს ახალგაზრდა ბიჭის ნათესავი.

“გუშინ თბილისში მამიდაშვილის ბიჭი (21 წლის გიგი) ფსიქიურად შეურაცხადმა გამვლელმა დაჭრა, სათვალთვალო კამერებმა გადაიღო ფაქტი.

ნეკნები და სამი ორგანო აქვს დაზიანებული, ერთი ამოუღეს.
ვის უნდა მოვკითხოთ, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ სპეციალიზებულ კლინიკებში და საფრთხეს არ უქმნიდნენ გარშემომყოფებს, საერთოდ ვის მოვთხოვოთ უსაფრთხო ცხოვრების უფლება? ღმერთს ყვარებიხართ,
მალე გამოჯანმრთელება განსაკუთრებულად კარგ ბიჭ გიგის”,-წერს სოციალურ ქსელში გიგის მამიდაშვილი ნათია გოგოხია.

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

მომხდარზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...