მთავარისიახლეებიპოლიტიკაშევა თუ არა ,,ევროპული საქარველო'' პარლამენტში?-დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული

შევა თუ არა ,,ევროპული საქარველო” პარლამენტში?-დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული

Published on

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოზე დღეს, 18 მაისს პარლამენტში შესვლის საკითხზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო სტრატეგიზე იმსჯელებენ. გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლის შესახებ დღესვე გახდება ცნობილი.

პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. პარალელურად “ევროპული საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

“პოლიტსაბჭოზე პირველი, რა თქმა უნდა, გამოცხადდება ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება, პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსჯელობა იქნება იმ საკითხებზე, რომლითაც კამპანიები დაიგეგმება.

ევროპული საქართველო აქტიურ კამპანიას დაიწყებს და ქართულ ოცნებას იძულებულს გავხდით, რომ გადმოერთოს იმ საკითხებზე, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს და დაკავდეს მათი პრობლემებით”,-თქვა ლაშა დამენიამ.

შეგახსენებთ, 19 აპრილს შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტზე მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტზე ამ დრომდე ხელი არ მოუწერია “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს” და “ლეიბორისტულ პარტიას”. პარლამენტში შესვლის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობაშიც”.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...