მთავარისიახლეებისაზოგადოება"რუსთავი 2-ის" უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

“რუსთავი 2-ის” უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

Published on

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყადაღა დაედო “რუსთავი 2-ის” უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას.

“აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით”, – წერს ადვოკატი.

“რუსთავი 2-ის” საქმეზე  ბოლო სასამართლო პროცესი 14 მაისს გაიმართა. მოსამართლემ მხარეებს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისკენ მოუწოდა, თუმცა დამფუძნებლებს ამის იმედი არ აქვთ. აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ ჰოლდინგის შექმნის შემდეგ, ტელეკომპანიის აქციების დიდი ნაწილის “პრაიმტაიმისთვის” გადაცემა ქიბარ ხალვაშის მიერ ქონების მიზანმიმართულად გადამალვას ემსახურება.

მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2” და “პრაიმტაიმი” მედიაჰოლდინგში გაერთიანდნენ, ტელეკომპანიის ქონებიდან რ2 საკუთრებაში მხოლოდ აქციების 10% დარჩა. 

საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი რუსთავი2 ის დაბადების დღეზე, 1 ივნისს გაიმართება. 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...