17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საპირისპიროდ შექმნილ ოჯახის სიწმინდის დღეზე საპატრიარქო კვლავ თბილისის ქუჩებს აკურთხებს. სასულიერო პირები მანქანებით მოძრაობენ და ნაკურთხ წყალს ისე ასხამენ.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, თბილისის დალოცვა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოხდა.
მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ და ხუთი მიმართულებით დაიძრნენ. ადგილზე მისული იყვნენ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი.
“მე თვითონაც პიკაპი მყავს და ვინმე თუ დადგება და აკურთხებს [ქუჩებს], კარგია. მაგრამ მე მგონია არ სჭირდებათ”, — თქვა ფალავანდიშილმა