პოლიტიკოსები დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

0
276

პოლიტიკოსები ეხმაურებიან დმანისში მიმდინარე მოვლენებს და შსს-ს და ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად და ქმედითი ზომები მიიღონ დაპირისპირებულ მხარეთა დაზავებასა და ამ სახიფაღთო ინცინდენტის აკვეთაში, სანამ ყოფით ამბავზედაწყებული კონფლიქტი ხელოვნურ ეთნოკონფლიქტში არ გადაზრდილა

გუშინდელი პირდაპირ ეთერში გასული საჯარო კადრების შემდეგ, შსს-ს და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არც ერთი პოზიცია და ეს არის რეალურად ის ძალზედ მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ იდეტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას

ასე შეაფასა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დმანისში მინდინარე მოვლენები.

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯაფარიძე მთარვობას მოუწოდებს, ადგილზე დროულად მოაბილიზოს სამართალდამცველთა დანაყოფბები. 

“საქართველოს მთავრობა, რას ელოდებით? ღლით?

დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია და მკაცრად დასაჯეთ ყველა ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა.

პ.ს. “ეგრე უნდათ მაგ თათრებს” ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე”. – წერს ჯაფარიძე. 

როგორც  რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ამბობს, დმანისში მომხდარზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას ეკისრება.”არ შეიძლება მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მგონია, რომ განცხადებების გაკეთებას სჯობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმარონ.

ეს ერთი ნაწილია და მეორე, აუცილებელია სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების სწორად იდენტიფიცირება. კონფლიქტი დაიწყო გუშინ და კონფლიქტში დამნაშავე არიან ის ადამიანები, ვინც მაღაზიის მესაკუთრეებს მიუვარდნენ.

კონკრეტულად იქ მყოფი პოლიციელები პრობლემა არ არის. პრობლემა არის ხელმძღვანელებში, რომლებიც მითითებებს არ იძლევიან სწორად. მე ვუყურებდი, როგორ ხვდებოდათ პოლიციელებს ქვები, როგორ ცდილობდნენ თითოეული ადამიანის დაკავებასა და დაჭერას, საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება. პოლიციელი თავის გასაკეთებელს გააკეთებს ნამდვილად”,-თქვა თამარ კორძაიამ.

 პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი, დმანისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და შსს-ს აკისრებს

მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ  დანაშაული და კანონის  წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ. 

ქვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო წახალისებული, ხელს უწყობდა და ახლაც უწყობს ამ ტიპის დაპირისპირებების გაღრმავებას. მოსახლეობაში გაჩნდა და გაღვივდა დაუსჯელობის სინდრომი.

მოვითხოვ, გადადგეს დმანისისა და მთელი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა! ისინი დაუყოვნებლივ დათხოვნილი უნდა იქნან  პოლიციის რიგებიდან – ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.



წინა სტატიასაქართველოში ბრიტანეთის საელჩო LGBT+ მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიადღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი შემცირდა – შეზღუდვამ 21:00-დან 23:00-მდე გადაიწია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური