მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომენდანტის საათის გარდა, რა შეზღუდვები იხსნება - სრულად

კომენდანტის საათის გარდა, რა შეზღუდვები იხსნება – სრულად

Published on

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან, კომენდანტის საათის შემცირების კვალდაკვალ, რეგულაციების შემსუბუქება კვების ობიექტებსაც შეეხება: მაგალითად, რესტორნებს ღია სივრცეში კლიენტების მომსახურება უკვე შაბათ-კვირასაც შეეძლებათ.

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი 17 მაისიდან უკვე 23:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო მგზავრობისას ისევ აუცილებელი იქნება პირბადის გამოყენება, საღამოობით კი მუნიციპალურ ტრანსპორტს ისევ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.

რაც შეეხება გადაადგილების უფლებას, იმ პირებს, ვისაც საშვები ჰქონდათ, კომენდანტის საათის მოქმედების ახალი პერიოდის მიუხედავად, საშვები უნარჩუნდებათ.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ვითარებაზე კონტროლი გაგრძელდება:

“ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან, ამ მიმართულებით, შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქებაც დაიშვას,“- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სპეციალური შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, კომენდანტის საათის დაწყების ახალი დროის ამოქმედება ითვალისწინებს რეგულაციის ადმინისტრირების აღსრულების სიმკაცრესაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილების შეზღუდვაზე კონტროლი ზუსტად 23:00 საათიდან დაიწყება. 

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ სრული შემსუბუქება, ჯერჯერობით, დაუშვებელია, თუმცა, მისივე თქმით, პიკი უკვე თითქმის გადალახულია და “დაღმავალ ფერდზე გავდივართ”.

საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს არ უმსჯელიათ სახმელეთო საზღვრების შესაძლო გახსნის საკითხზე. 

შეგახსენებთ, ამ დრომდე, კომენდანტის საათი ქვეყნის მასშტაბით, 21:00-05:00 პერიოდში მოქმედებდა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...