მთავარისიახლეებისაზოგადოებადმანისში ამ წუთებში ისევ დაძაბული ვითარება და დაპირისპირებაა

დმანისში ამ წუთებში ისევ დაძაბული ვითარება და დაპირისპირებაა

Published on

დმანისის ცენტრში ამ წუთებში ისევ დაძაბული ვითარება და დაპირისპირებაა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობა ისევ ორადაა გაყოფილი, მათი ნაწილი კი ისევ ხელკეტებითაა შეარაღებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ადგილობრივები ერთმაენთს ქვებით და ხელკეტებით უპირისპირდებიან, მათ შორის ქვებს ესვრიან სამართალდამცავებსაც.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი აზერბაიჯანელებმა აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ისინი გუშინ მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების დასჯას ითხოვენ. 

“მთავარი არხის” კადრებში ჩანს, რომ პოლიციას ადგილიდან რამდენიმე ადამიანი გაჰყავს, ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია ისინი მოქალაქეებს აკავებენ თუ ადგილიდან არიდებენ. 

დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის მტკიცებით, გუშინ ადგილობრივ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირება ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. მისი თქმით, ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა და არც მომავალში მოხდება.

“ესეთ რაღაც მე მაგალითად 4-წლიანი მერობის პერიოდში პირველად ვნახე. ესეთი რამე არ ყოფილა არასდროს და არც იქნება სამომავლოდ დარწმუნებული ვარ. ეს ეთნიკურ ჭრილში ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ დმანისში ეგეთი რაღაცეები არ ხდება, არც მოხდება არასდროს. შეიძლება რაღაც გაუგებრობა მოუვიდათ ერთმანეთში ან ნასვამი ხალხი იყო ან რაღაც მასეთი, დმანისში ძალიან მეგობრულად ცხოვრობს ყველა ადამიანი”, – თქვა დმანისის მერმა. 

მერმა იმედი გამოთქვა, რომ საგამოძიებო უწყებები საგამოძიებო უწყებები სრულად გამოიძიებენ მომხდარს. 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...