მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პრეზიდენტი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს''- ვასაძე გადადგომისკენ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს

,,პრეზიდენტი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს”- ვასაძე გადადგომისკენ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს

Published on

,,პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს”. – საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”- ს დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკა და მოუწოდა, თანამდებობა დატოვოს.

“მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს  და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ქალბატონი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას.

გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფო საპრეზიდენტო ინსტიტუტი არსებობს, თქვენ ბევრი არაფრის უფლება არ გეძლევათ, მაგრამ გვაოცებს ის, რომ იმ უფლების ფარგლებში,რომლებიც გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს. ა

რ ვიცი, გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან “უპრაგონოდ” გამოშვება თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა ვილაპარაკო. თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, რადგან საზღვარი არ უჩანს ჩვენს უბედურებას, რადგან ყველაფერი, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, ვიდრე კიდევ ერთი უბედურება არ დაგვმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს კრიმინალიმიხეილსააკაშვილი და არ მოგვცეს ბრძანება, შეიწყალოს ის, ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ სჯობს, რომ დაანახოთ ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამას იმით, რომ გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი ქვეყნისა და ერის წინაშე”, – განაცხადა ვასაძემ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...