ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა (ფოტო:”ფორმულა”).
პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.
კიევში ნიკა მელიას გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ენმ – ში არ გამორიცხავდნენ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის შესაძლო შეხვედრას. ამასთან, რომ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს.
“მათ კონტაქტი მუდმივად აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრაც შედგეს და მათ გაცვალონ თავიანთი პოზიციები. ბუნებრივი პროცესია, როდესაც პარტიის თავმჯდომარე პარტიის ლიდერს ხვდება” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა