მთავარისიახლეებისაზოგადოებატყეში მოკრეფილი კენკრის ნებართვის გარეშე გაყიდვა აიკრძალა

ტყეში მოკრეფილი კენკრის ნებართვის გარეშე გაყიდვა აიკრძალა

Published on

მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, ტყითსარგებლობის ისეთი სახეების, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება აიკრძალა.

„მაგალითად პირადი მოხმარებისთვის კენკრის, მაყვალის მოპოვებას არავინ კრძალავს, მაგრამ თუ ამ რესურსების მოპოვება პირობითად კოოპერატივების მხრიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით ხდება, ამას დასჭირდება შესაბამისი ნებართვა“ – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი.

ცნობისთვის, ტყითსარგებლობის ახალი წესის მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომელიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება.

ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლებათ, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და განთავსებას საქმიან ეზოებში.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...