მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი ყველა პარტიას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და დაასრულონ 19...

კელი დეგნანი ყველა პარტიას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და დაასრულონ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ყველა პარტიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდნენ და საარჩევნო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემების რეფორმებზე მუშაობა გააგრძელონ.

“ბატონი მელიას ციხიდან გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 19 აპრილის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, რადგან ეს საკითხი სწორედ ამ შეთანხმების ბირთვი იყო. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და დეპუტატს, შევიდნენ პარლამენტში და გულმოდგინე მუშაობით დაასრულონ ამ შეთანხმების შესრულება.

მოხარულები ვართ, რომ გრძელდება დისკუსია საარჩევნო რეფორმაზე, რაც ასევე შეთანხმების ცენტრალური ნაწილია. ეს უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში. 19 აპრილის შეთანხმების, ასევე, ცენტრალური კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი და მთლიანად მართლმსაჯულება პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდნენ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მსჯელობა საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებზე”, — თქვა მან [ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი].

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...