მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

Published on

აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

„Спутник V”-ს პირველი 6500 დოზა აფხაზეთში 30 აპრილს ჩაიტანეს, თუმცა ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ 12 მაისს დაიწყო. გადაწყდა, რომ პუნქტები, სადაც მსურველები აიცრებიან, რაიონული საავადმყოფოების ბაზებზე იმუშავებენ.

”დღეში თხუთმეტი ადამიანი ეწერება, მეტი არა, რადგან ვაქცინას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვიღებთ, სადაც დაცულია განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმი. მოკლედ, შემოგვაქვს კლინიკაში ვაქცინის თხუთმეტი დოზა, სიებსაც წინასწარ ვადგენთ. დღეს თხუთმეტი ადამიანი ჩავწერეთ. მეტი თუ მოვა, მომდევნო დღისთვის ჩაეწერება. ვაქცინის გაკეთებამდე პაციენტს ექიმი-თერაპევტი სინჯავს. უზომავს არტერიულ წნევას, პულსს, სატურაციას; ეკითხება, რა ქრონიკული დაავადებები აწუხებს, აქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული იშემიური დაავადება; არის თუ არა ალერგიული. ეს ყველაფერი იწერება ბარათში, რომელიც ჩვენთან რჩება, პაციენტს კი გადაეცემა ცნობა, რომელშიც მითითებულია მისი გვარი, სახელი, ტელეფონის ნომერი და ვაქცინაციის თარიღი. შემდეგ მოდის გრაფა, სადაც მითითებულია თარიღი მეორედ აცრისა, რომელიც 21 დღეში უწევს”აცხადებს სოხუმის პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ლუდმილა მეტელკინა 

მისი თქმით ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად პროფესიისა და ასაკისა:

ვაქცინაციის დაწყების წინა დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, თამაზ ცახნაკია. ბჟანიას არ განუმარტავს, თუ რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ, როგორც ჩანს, თანამდებობიდან წასვლის სიმწარის შესარბილებლად ყოფილი მინისტრი, კორონავირუსთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ორდენით დააჯილდოვა.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...