მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვიმუშავებ როგორც პარლამენტის უპარტიო, უფრაქციო, რიგითი წევრი" — დავით ბაქრაძე

,,ვიმუშავებ როგორც პარლამენტის უპარტიო, უფრაქციო, რიგითი წევრი” — დავით ბაქრაძე

Published on

ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე პარლამენტში მივიდა. მისი თქმით, არ აპირებს კომიტეტის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.

“ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომიტეტის თავმჯდომარეების და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობები. მე, ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენებ საკუთარი კანდიდატურას ამ თანამდებობებზე. დავუთმობ მას ოპოზიციონერ კოლეგებს და პარლამენტში ჯერჯერობით მაინც უახლოეს მომავალში მუშაობას გავაგრძელებ როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, უპარტიო, უფრაქციო რიგითი პარლამენტარი”, — ამბობს ბაქრაძე.

პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, ლელო —  პარტნიორობა საქართველოსთვის შეიქმნა. მისი თავმჯდომარე ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე იქნება. ლელოს წევრებთან ერთად, ფრაქციის წევრები იქნებიან დეპუტატები შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და სალომე სამადაშვილი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...