მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შევიდა, მოუწოდებს დატოვოს საკანონმდებლო ორგანო

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შევიდა, მოუწოდებს დატოვოს საკანონმდებლო ორგანო

Published on

ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათალეშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შევიდა მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანო დატოვოს. ამ თემაზე მან სპეციალური ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა.

მისი განცხადებით, საქართველოსთვის განვითარების შესაძლებლობა შეფერხდა იმის გამო, რომ  ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა.

“რამდენიმე თვეში რეალობა გახლდათ ახალი საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა და აი ამ სიბნელის ჩაბარება ისტორიის სანაგვეზე და საქართველოსათვის გზისა და ცის გახსნა. ყველაფერი ეს დღეისათვის შეფერხდა იმის გამო, რომ გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, ფეხი შეედგათ პარლამენტში და მე მინდა, აი ახლა მთელი გულით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ძვირფასო მეგობრებო, ახლა დადგა ჟამი და როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ ვინც არ შევედით პარლამენტში გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი მან დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში”,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ისტორიამ მისცა შანსი საქართველო “ხმლის, ომის და რევოლუციის” გარეშე გადაარჩინოს. 

შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტულ” პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, დეპუტატების ნაწილმა კი ხელი შეთანხმებას დამოუკიდებლად მოაწერა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...