მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი არ სჭირს''— გახარიას გუნდის წევრი

,,გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი არ სჭირს”— გახარიას გუნდის წევრი

Published on

გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი არ სჭირს.

“გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი არ სჭირს, ეს ერთი, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ამნისტიას უნდა მოეხდინა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტად ჩადებული იყო ამნისტია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულიყო და მხარეებს შორის მომხდარიყო შეთანხმება და ყველას თავისი ვარიანტი აქვს, ეს არ არის შეთანხმება. ეს არის ჩამოუყალიბებელი გაურკვევლობა”, — განაცხადა მან.

ასე ეხმაურება ანა ბუჩუკური ოპოზიციის განცხადებებს, რომ ასე აპირებს “ოცნება” ასაკუთარი თავი და გუნდის წევრები შეიწყალოს – მელია 20 ივნისის ამნისტიაზე

20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის კანონპროექტები დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. “ქართული ოცნების” კანონპროექტის მიხედვით ამნისტია საქმის ყველა მონაწილე პირს უნდა შეეხოს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

“ქართული ოცნება აპირებს საკუთარი თავი შეიწყალოს, საკუთარი გუნდის წევრები, რომლებიც სამწუხაროდ მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულში ანტისაოკუპაციო აქციის მიმდინარეობისა, მარტივად ამ ყველაფერს ემსახურება, მეტს არაფერს. ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება პოლიტიკური არა მხოლოდ, ადამიანურიც, მორალურიც და მე დარწმუნებული ვარ ოლიგარქი ამ კანონპროექტის მიღებით ვერ იხეირებს”, – თქვა ნიკა მელიამ. 

“რესპუბლიკელების” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს იმედი აქვს, რომ საზოგადოებრივი აზრი “ქართულ ოცნებაზე” იმოქმედებს და საბოლოოდ ერთ კანონპროექტზე შეჯერდებიან.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...