მთავარისიახლეებისაზოგადოებაამირან გამყრელიძე აცრებზე რეგისტრაციისთვის შექმნილი ხარვეზის გამო ბოდიშს იხდის

ამირან გამყრელიძე აცრებზე რეგისტრაციისთვის შექმნილი ხარვეზის გამო ბოდიშს იხდის

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს შექმნილი ხარვეზის გამო.

რეგისტრაცია გუშინ, 12 მაისს, 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდზე ხარვეზი იყო და პროცესი შეჩერდა.

ამასთან ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება ზუსტად 21-ე დღეს გაკეთება სავალდებულო არაა. მისი თქმით, 20 მაისამდან booking.moh.gov.ge-ზე 21-28 დღის ვადაში რეგისტრაციის შესაძლებლობა გაჩნდება.

“გუშინ მეორე აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ზუსტად 21-ე დღეს აიცრან. ხოლო, მათ ვისაც უნდათ, რომ აიცრან 21-28 დღის ფარგლებში, პორტალზე შესაბამისი ფანჯარა გაიხსნება 20 მაისს… თუ რაღაცა პირობების გამო ადამიანი ვერ შეძლებს ამ მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მან ეს დოზა მიიღოს”, – ამბობს გამყრელიძე და მოქალაქეების დაბნეულობის მიზეზად მათ საინფორმაციო კამპანიაში ხარვეზები დაასახელა.

კორონავირუსის ვაქცინაზე დასარეგისტრირებელ ვებსაიტზე შეფერხების მიზეზის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც (NCDC).

„აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული”, – განმარტავს NCDC.

დაავადებათა კონტროლისა ცენტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

NCDC მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...