მთავარისიახლეებისაზოგადოებაუფალი იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენი შვილიშვილები ჯანმრთელები იყვნენ - პატრიარქის მოსაყდრე...

უფალი იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენი შვილიშვილები ჯანმრთელები იყვნენ – პატრიარქის მოსაყდრე შიო

Published on

,,რას გრძნობს უფალი იესო ქრისტე, რა სურს მას, რას გვეუბნება ჩვენ, რას ითხოვს ჩვენგან, გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი? თუ უფრო მეტად ის, რომ ამქვეყნიურ კეთილმოწყობაზე ვიზრუნოთ, უფრო მეტად ალბათ, მრავალი ადამიანისთვის საზრუნავია ის, თუ როგორ არიან მათი შვილები, შვილიშვილები, რამდენად ჯანმრთელად არიან, რამდენად გამოკვებილნი და ნასწავლნი არიან. ეს გამოთქმა ძალიან გავრცელებულია დღეს, მთავარია ჯანმრთელობა და იმაზე ვზრუნავთ კი, რომ შვილები არიან სულიერნი თუ არ არიან, არიან ქრისტესთან თუ არ არიან? ამიტომ, უფალი მეტს ითხოვს ჩვენგან, ცდილობს, რომ გვასწავლოს ეს ყველაფერი…

აი, ეს უნდა უფალს, რომ მოგვცეს საუკუნო სიცოცხლე და იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენი შვილიშვილები ჯანმრთელები იყვნენ. ეს კარგია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვუსურვებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, როგორც სამწუხაროდ, ბევრისთვის არის, მაგრამ უფალი იესო ქრისტე გვასწავლის იმას, რაც არის მთავარი ამ ცხოვრებაში. ამიტომ მოვიდა, ამიტომ იწილხვედრა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა, ამიტომ წარმოიგზავნა ანდრია პირველწოდებული, რომ გვასწავლოს რა არის მთავარი ამ ცხოვრებაში-ამბობს პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი ქადაგებისას

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...