მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია

Published on

სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწავლის დასაწყებად არაერთი ღონისძიება გატარდა.

„სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება.

როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სწავლის დასაწყებად არაერთი ღონისძიება გატარდა. სკოლაში დაბრუნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით განახლდა მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება, ხოლო შენობებს ჩაუტარდა დეზინფექცია. ამასთანავე, თბილისსა და რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.

კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ. კერძოდ, საჯარო და კერძო სკოლებში სრულფასოვნად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. თითოეული სკოლა აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით და გაძლიერებულია სკოლაში უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი.

სწავლის განახლებასთან ერთად, სამინისტროს მხრიდან საზედამხედველო კონტროლი კვლავ გამკაცრდება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი.

როგორც უქმეებამდე, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე – https://online.emis.ge

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე“,- აღნიშნავენ უწყებაში.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...