სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საპატრულო პოლიციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა. აქვე გამოქვეყნებული აქვს ქვითარიც, სადაც მითითებული, მან კომენდანტის საათი 28 აპრილს, 22 საათსა და 20 წუთზე დაარღვია. ფაქტს აქტივისტი უარყოფს და ამბობს, რომ ამ დროს ის საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
“იურისტთან გავიარე კონსულტაცია, ხვალვე ვაპირებ გასაჩივრებას…ალბათ დაესიზმრა პოლიციელს, რომ იქ ვიყავი, არადა მაგ დროს სახლში ვიყავი”- უთხრა “ოდიშინიუსს” ცაბუნია ვართაგავამ
საქმე ეხება ზუგდიდის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტის როსტომ ზარანდიასა და მისი მეგობრის მარიამ სიჭინავას მიერ კომენდანტის საათის გაპროტესტებას. ორივე მათგანი პოლიციამ 2000 – 2000 ლარით დააჯარიმა.