მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ კოორდინაცია, ათივე ოლქს მოიგებს „ქართული ოცნება“ -...

თუ ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ კოორდინაცია, ათივე ოლქს მოიგებს „ქართული ოცნება“ – ნიკა მელია

Published on

ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის, რომ ჩემი კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, უკან არ დავიხევ,- განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით

 მისი განმარტებით, თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა, კლიმატი არ იქნება საბრძოლო.

„მაღალი დონის კოორდინაცია უნდა იყოს, მაინცდამაინც რატომ მიმდინარეობს საუბარი თბილისის მერობის კანდიდატზე ძალიან მიკვირს. მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, თბილისის მასშტაბით 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება და არა – 25. თუ ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ კოორდინაცია, ათივე ოლქს მოიგებს „ქართული ოცნება“. მაგალითად: საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – თუ ოპოზიციას ეყოლება ექვსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ხელისუფლებას ერთი, მოიგებს. ვიღაცა თუ ამბობს, არ შეიძლება აქ კოორდინაცია, ვიღაცის ქოლგის ქვეშ ეს კონფრონტაციული საუბარია. მესამე ცენტრობა რატომ უნდა გინდოდეს, მე პირველი ცენტრობა მინდა. 43% ძნელად მისაღწევია, პლიუს მიცემული გვაქვს 150 000 – ხმიანი ფორა. რეგიონებში როდესაც არჩევნები ტარდება, დავინახეთ როგორი ძალადობა და რეპრესიებია. ყველა პარტიული სია უნდა იყოს დამოუკიდებლად წარმოდგენილი. თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა კლიმატი არ იქნება საბრძოლო. გავატარებთ კამპანიას ერთმანეთის ჭამაში. მაშინ ვაღიაროთ, რომ 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იქნება”,- განაცხადა ნიკა მელიამ

როგორც მელია აღნიშნავს, გარდა თბილისის მერობის კანდიდატისა ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის საერთო კანდიდატზე უნდა შეჯერდეს.

„არა მარტო საერთო თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს, საკრებულოს თავმჯდომარეც, საერთოდ უნდა ვიცოდეთ. მე არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის, რომ ჩემი კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, უკან არ დავიხევ. საქართველოს ოლქების 50%-ში მაინც, რომ ერთობა ყოფილიყო, დღეს ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია იქნებოდა. საუბარი იმაზე, რომ კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია წარმატების მიღწევა, სინამდვილეს არ შეესაბამება. მე მექნება ყველა ჩვენს პარტნიორთან, აქტორთან კონსულტაცია და ჩემს ხედვას გავაცნობ“,- განაცხადა მელიამ „მთავარი არხის” ეთერში.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...