მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ჩვენს შრის შუღლს ვერავინ გააღვივებს -...

მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ჩვენს შრის შუღლს ვერავინ გააღვივებს – ნიკა მელია

Published on

ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მნიშვნელოვანი როლი ექნება. მისივე თქმით, ხშირად შეიძლება მასა და მესამე პრეზიდენტს პოზიციების თანხვედრა არ აქვთ, მაგრამ ეს ნორმალურია.

“ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია ძალიან, როგორც ყველა ადამიანის. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ხშირადაა მცდელობა ბევრი ადამიანის მხრიდან, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლი გააღვივოს, ეს არასდროს არ მოხდება, იმიტომ, რომ გააზრებული გვაქვს რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო. […] ჩვენ შორის ვერავინ შუღლს ვერ გააღვივებს, ხშირად არის პოზიციების თანხვედრა, ხშირად არ არის, მაგრამ განსხვავებით “ქართული ოცნებისგან” ეს პარტია აბსოლუტურად სხვანაირად იმართება”, – თქვა ნიკა მელიამ. 

მისი განცხადებით, წლების შემდეგ არავის ემახსოვრება დეტალები, თუ ვინ ვის “გაკრა კბილი” და გააკრიტიკა.

ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დღეს პირველად მივიდა ენმ-ს ოფისში, საიდანაც ის შტურმით და სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს და დააკავეს.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...