მთავარისიახლეებიპოლიტიკამელიას თქმით, მისი დაკავების შემდეგ პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება "გამოაღვიძა"

მელიას თქმით, მისი დაკავების შემდეგ პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება “გამოაღვიძა”

Published on

​ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა ლიტვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს გადაუხადა. მელიას თქმით, მისი დაკავების შემდეგ პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება “გამოაღვიძა”.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიტვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც, გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც, ალბათ, ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიტვიდან საქართველოში და მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ.

რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია ის შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა, ვგულისხმობ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებებს”. – თქვა მელიამ.

ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვებას Facebook-ზე გამოეხმაურა ჟიგიმანტას პავილიონისიც. 

“საბოლოოდ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია თავისუფალია. მადლობა ევროკავშირს, აშშ-ს და მე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან კრიტიკა მივიღე, თავისუფლება დაცულია”. –წერს პავილიონისი. 

ნიკა მელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...