ნიკა მელიასთვის აღკვეთის შეცვლის სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის თარიღი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
პროკურატურამ შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოში ოფიციალურად ცოტა ხნის წინ შეიტანა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.
პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ მათ შუამდგომლობა გონივრულ ვადაში წარადგინეს და ახლა სასამართლოზეო დამოკიდებული, როდის ჩაინიშნება პროცესი.
“ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო, რომ როგორც ზოგადად, ისე ამ შემთხვევაში პატიმრობა არ წარმოადგენა ჩვენს თვითმიზანს. აქ საუბარი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, სისხლის სამართლებრივ სივრცეში სათანადო ქცევაზე, ბუნებრივია, პრინციპზე, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი”, — თქვა სადრაძემ.