მთავარისიახლეებიპოლიტიკაგორში სტალინის ძეგლის აღდგენას ითხოვენ

გორში სტალინის ძეგლის აღდგენას ითხოვენ

Published on

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქში – გორში სტალინის სახლ-მუზეუმთან პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები და კომუნისტები შეიკრიბნენ, მათ შეკრებას კრივში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკიც შეუერთდა.

მოგვიანებით მათ მსვლელობით გადაინაცვლესცენტრალურ მოედანზე, სადაც წლების განმავლობაში სტალინის ძეგლი იდგა. ადგილზე შეკრებილების თქმით, აუცილებელია, რომ მოედანზე სტალინის ძეგლი დაბრუნდეს. 

გარდა ამისა, ნაომარ და რუსეთის დაბომბილ ქალაქში დღეს ოკუპანტი ქვეყნის დროშაც ფრიალებდა და მრავლად იყო საბჭოთა სიმბოლიკები, რომელიც კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა პოლიცია იქ არ გამოჩენილა. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...