მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს ტრაგი-კომიკური სპექტაკლიც სრულდება", ,,ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, მათ შორის...

“ეს ტრაგი-კომიკური სპექტაკლიც სრულდება”, ,,ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს” – ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს

Published on

ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის გადახდას. ეხმაურება:

,,ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს” – განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ეს ტრაგი-კომიკური სპექტაკლიც სრულდება”, — ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ნიკა მელიას ციხეში გამომწყდევის ჩაშლილ კამპანიას

“ტრაგიკული იმიტომ, რომ მართლაც, მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა გაიარა ნიკანორ მელიას ღირსებაზე, ფაქტობრივად. ხოლო კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა… და საბოლოოდ, მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც ძალიან კარგად იცოდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონიერი მოთხოვნის დამორჩილება ყველას მოუწევს”, — განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის გირაოს გადახდა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდი ინტერესია, ქვეყანაში პოლარიზებამ დაიკლოს.

“ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორღაც იქნებ პოლარიზებამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში”, — ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კუჭავას თქმით, მიშელის შეთანხმების პუნქტების შესრულება აუცილები პირობაა ყველა პოლიტიკოსისთვის, მათ შორის ნიკა მელიასთვის:

“როცა გამოვა პატიმრობიდან აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამნეტში ადგილი და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ევროპელები მათგან ელიან, ის ევროპელები, რომლებმაც გირაო გადაიხადეს”.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...