მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა - არც გვიან და არც ადრე. რას იზამს...

პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა – არც გვიან და არც ადრე. რას იზამს გახარია?

Published on

გახარია არაა ის ადამიანი, რომ დამარცხებულად წავიდეს, ან დამარცხებულთა რიგებში იყოს, ამიტომ მაისს არ უნდა გადააცილოს, პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა – აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში/

“ეს არჩევნები “ნაცმოძრაობისთვისაც” და “ქართული ოცნებისთვისაც” გადამწყვეტია, თითქოს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაღაცნაირად ქვედა საფეხურია, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არაა, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, ჩვენ გვექნება თუ არა 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მეორე მხრივ განმსაზღვრელია იმადაც, რომ თუ ოპოზიციამ თავის ხელში პოლიტიკური სადავეები აიღო, როგორც მსხვილ ქალაქებში ასევე რაიონებში, მაშინ უკვე ხელისუფლების ცვლა ქვემოდან ზემოთ დაიწყება.

რაც შეეხება იმას, გაიმარჯვებს თუ არა მელია, მე ამაში ეჭვი მეპარება, თუნდაც იმის მიზეზით, რომ “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატურა ეყოლება, აქვეა გახარიას და მისი გუნდის ძალა, რომელმაც კი არ მიიძინა, მიყუჩებულია და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. გახარია მწვერვალზეა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ამ სიმაღლიდან ჩამოვიდეს და იბრძოლოს, მას თავის სტრატეგია და ტაქტიკა აქვს და ვფიქრობ, რომ მაისს არ უნდა გადააცილოს.

პოლიტიკაში საჭიროა დროზე მოსვლა – არც გვიან და არც ადრე. ის ამჟამად უკვე აქტიური პოლიტიკისათვის ემზადება, რომ თვითონ კი არ უნდა იყოს შემყურე, მაგალითად ის მაინც “ქართული ოცნების” შემყურე იყო, მის პოლიტიკას ახორციელებდა, ახლა კი სურს, რომ იდეოლოგია თვითონ შექმნას და პოლიტიკა თვითონ განახორციელოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

“ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი სერიოზული ძალა იქნება, თბილისშიც და განსაკუთრებით სამეგრელოში, ასევე სხვა რეგიონებშიც. მას ჰყავს ძალა, რომელიც ალბათ მალე გააქტიურდება, პროგრამაზე მუშაობენ, თორემ სხვა შემთხვევაში ეს რომ არ გააკეთოს, საზოგადოება იტყვის, დამარცხდაო. ვფიქრობ, გახარია არაა ის ადამიანი, რომ დამარცხებულად წავიდეს, ან დამარცხებულთა რიგებში იყოს. საპარლამენტიო რესპუბლიკის პირობებში კოალიციაა საჭირო, ამიტომ ამ შემთხვევაში კოალიცია გამორიცხული არაა, მაგალითად, გახარიასი ვიღაცასთან…

ახლა ფაქტიურად სამი ძალაა, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და მესამე არის გახარიას ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ არა მეორე ან მესამე, არამედ პირველი ძალა იყოს. ანუ ეს ის ძალაა, რომელიც პირველობისთის ემზადება, ამას ვერც “გირჩი” ვერ გააკეთებს, ვერც “მოქალაქეები”, ვერც “ლელო” და ვერც სხვები, მაგრამ გახარიას გუნდს ექნება პრეტენზია იყოს პირველი და არა მესამე, ამ სიტუაციაში კი შესაძლებელია კოალიციის თვალსაზრისით გარიგება მოხდეს, ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ასეთი კალაძეა”, – განაგრძობს პოლიტოლოგი.

“გამორიცხული არაა, რომ ამით ახალი ძალა შემოვიდეს, ყველაფერი ბერდება, მათ შორის პოლიტიკაც, ვფიქრობ, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა გაიარა და ზამთარი დაუდგა. არის სხვა ვარიანტიც, თუ ვაშაძის მოქმედებებს დავაკვირდებთ, ის ხან ოპოზიციაშია, ხან სხვა პოზიცია აქვს, ის ამ სიტუაციას უყურებს თუ მისთვის სად სჯობია. მისი მოძრაობა პირველ ადგილზე რომ ვერ გავა, მისთვის ცნობილია, ამიტომ ის სადღაც უნდა დადგეს. გახარია კი არ მივა მასთან, ის უნდა მივიდეს. ვაშაძე “ნაცმოძრაობაში” ვერ მივა – წამოვიდა და ვერ მიბრუნდება.

“ლელოსა” და ვაშაძის კავშირი მაინც გამორიცხული მგონია, იმიტომ რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე ლიდერები არიან, ვაშაძეც ლიდერია, ერთ ქუჩაზე ორი ლომი არ ცხოვრობს, ამიტომ პოლიტიკური მომენტიდან გამომდინარე, შესაძლოა პოლიტიკური კოალიცია შეიქმნას, ან გახარია-ვაშაძე, ან გახარია-კალაძის ერთობა. თუმცა მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, ალბათ ეს მალე გაირკვევა, შეიძლება გახარია მარტოც გამოვიდეს, მაგრამ თუ ბრძოლა უნდა, კოალიცია უნდა შექმნას”, – დასძენს იგორ კვესელავა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...