მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნიკა მელია ჩვენ წარმოგვიდგენია არათუ მერობის კანდიდატად, არამედ ერთიანი ოპოზიციის უალტერნატივო...

,,ნიკა მელია ჩვენ წარმოგვიდგენია არათუ მერობის კანდიდატად, არამედ ერთიანი ოპოზიციის უალტერნატივო ლიდერად” – ცეზარ ჩოჩელი

Published on

“ძალა ერთობაშია – გაერთიანებულ ოპოზიციაში” შემავალი პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატობის შემთხვევაში, მისი პარტია მხარს დაუჭერს 

ცეზარ ჩოჩელი კახა ოქრიაშვილთან ერთად დღეს საპატიმროში შეხვდა ენმ-ს ლიდერს, სწორედ ამ პერიოდში გაირკვა, რომ ევროკავშირმა მელიას გირაო ჩარიცხა.

“ჩვენ ცალსახად მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას თუ ის, რა თქმა უნდა, მოისურვებს მერობის კანდიდატად დადგომას. ჩვენ ზოგადად, წარმოგვიდგენია ნიკა მელია არათუ მერობის კანდიდატად. ნიკა მელია არის უალტერნატივო ერთიანი ოპოზიციის ლიდერად”, – ამბობს ჩოჩელი.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მთავარ ამოცანას ოპოზიციიის გაძლიერება და გაერთიანება წარმოადგენს. ჩოჩელი ამბობს, რომ ნიკა მელია საპატიმროს დატოვების შემდეგ კონსულტაციებს გამართავს ოპოზიციურ სპექტრთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...