მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ შესახებ დამატებითი დოკუმენტები მოითხოვეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ შესახებ დამატებითი დოკუმენტები მოითხოვეს

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ შესახებ მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, რათა ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცენ.

შესაბამისი განცხადება ჯანმო-ს ხელმძღვანელების პრესკონფერენციაზე მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა არნოდ დიდიელორანმა გააკეთა, როდესაც კითხვა დაისვა „სინოვაკის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე სიახლე.

„ჩვენ დავიწყეთ „სინოვაკის“ ანგარიშის შესწავლა. რეალურად, ჩვენ მწარმოებლისგან წერილობით მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ ველოდებით პასუხს. ჩვენი საქმიანობის ნაწილია მონაცემების შეფასება. ჩვენ გვქონდა მიზეზი, რომ მოგვეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. იმედი გვაქვს, რომ მას მალე მივიღებთ, რათა გავცეთ რეკომენდაცია ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...