მთავარიUncategorizedანგელა მერკელი: ,,ჩვენს მუდმივ პასუხისმგებლობად რჩება ცოცხლობდეს ნაციონალ-სოციალისტური ტირანიის...

ანგელა მერკელი: ,,ჩვენს მუდმივ პასუხისმგებლობად რჩება ცოცხლობდეს ნაციონალ-სოციალისტური ტირანიის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნა”

Published on

ომის დასრულების 76-ე წლისთავს დასავლეთ ევროპაში 8 მაისს აღნიშნავენ, ერთი დღით ადრე, სანამ მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ჩატარდება. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ამ დღეს ტვიტერით გამოეხმაურა – მისი თქმით, “ჩვენს მუდმივ პასუხისმგებლობად რჩება ის, რომ ცოცხლობდეს იმ მილიონობით ადამიანის ხსოვნა, რომლებიც ემსხვერპლნენ ნაციონალ-სოციალისტური ტირანიის წლებს”.

ნაცისტების დანაშაულებს 7 მაისს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიარიც შეეხო: “ნაციონალ-სოციალიზმისთვის, უსამართლობის და დანაშაულის მახსოვრობისთვის თვალის გასწორება ჩვენს დემოკრატიას არ ასუსტებს. პირიქით – ეს აძლიერებს ჩვენს წინააღმდეგობას და სიცოცხლისუნარიანობას” – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) წევრ სახელმწიფოებს მილოცვა გაუგზავნა მათი მიერ შესრულებული როლისთვის მოკავშირეთა გამარჯვებაში მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, და გამოვიდა მოწოდებით “ძმურმა მეგობრობამ და ურთიერთდახმარებამ” გაამყაროს სამომავლო ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის.

სიახლეები

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...