მთავარიUncategorizedსაქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას ჟურნალისტებზე თავდასხმა და საფუძვლიანად გამოიძიოს - CPj

საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას ჟურნალისტებზე თავდასხმა და საფუძვლიანად გამოიძიოს – CPj

Published on

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” “მთავარი არხის” ჟურნალისტ, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორ ირაკლი კვარაცხელიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად და დეტალურად უნდა გამოიძიოს მომხდარი, იპოვოს დამნაშავეები და უზრუნველყოს პრესის თავისუფალი და უსაფრთხო ფუნქციონირება.

“საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას ჟურნალისტებზე ნინო კეკელიასა და ირაკლი კვარაცხელიაზე თავდასხმა, საფუძვლიანად გამოიძიოს ინციდენტი და უზრუნველყოს დამნაშავეების აღმოჩენა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აუცილებელია, რომ საქართველოში ჟურნალისტებმა შეძლონ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ თავისუფლად და შიშის გარეშე რეპორტაჟების გაკეთება, ხელისუფლების ამოცანაა მათი უსაფრთხოება”, – თქვა CPJ– ს ევროპული და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.

განცხადებაში ასევე ნახსენებია 2020 წლის სექტემბერში მარნეულში მომხდარი ინციდენტი და წერია, რომ ადგილზე მყოფმა პოლიციამ ჟურნალისტების უსაფრთხოება არ დაიცვა.

4 მაისს “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში “შაბათის მთავარისთვის” რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ. გამოძიება მხოლოდ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო. 

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...